ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2009


დაგვიანებული წერილი

წერილი არა _"იმეილი" უფრო მოდაში,
ძველ სიმბოლოებს "დელეტეთი" უბრალოდ შლიან,
მე ფურცელს როგორც ძველ მეგობარს ჩემს ცივ ოთახში,
ამ ლექსით ვავსებ სიმარტოვეს და ვგზავნი გვიან...
ჰო... ჩემო კარგო, არ იდარდო, ჩვენ არ ვბერდებით,
ჟრუანტელია ერთმანეთის შეხება ვიდრე,
ჩამოცრემლებულ სველ ჭადრებთან ისევ ვჩერდებით,
ჩვენ უფრო მეტის პატრონები ვიდრე ამ მდიდრებს
გულს არ აურევთ შეჩურთული იქს ადგილს  ფული,
ვიდრე ეროსი ციკუტას შხამს მალვით არ დალევს,
და ამასაც გთხოვ არ გაგიტყდეს არასდროს გული,
ყველაზე მეტად სიყვარული აცოცხლებთ ქალებს.
ჩემთვის კი ისევ ქალწული ხარ ნამით ნამული,
ჩემი სიზმრებიც შენს საწოლთან ღამეებს ითევს,
ეს რა საყვარლად ამომწვანდა ველზე ზაფხული,
ისევ ხანძარი უკიდია შენს ბაღში ტიტებს.
წამო, ძვირფასო ეს ზამთარიც გავიაპრილოთ,
ვნების ალებთან რა შორია _ ჰადესი... ლეთა...
სატრფოსულებმა ითინათინ-იავთანდილონ,
კიდევ რამდენი გაგიჟება მოგველის ნეტავ?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები