ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცუდიპოეტი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2009


* * *

"რა თქმა უნდა სიგიჟეა თითქოს
ყივჩაღივით სხვისი ქალის ტრფობა ...
შესაძლოა სახიფათო იყოს,
ლერწამივით ნაზი ტანით ტკბობა ...

შენი ლურჯი თვალებისგან მთვრალი
დაღონებით მივეყუდე კედელს,
გამიტაცებს სურვილები ავი ...
მარწუხები ჩაეჭიდნენ ფეხებს

მიუღწეველ ოცნებებთან ყოფნა
მარტის წვიმა ცივ ფანჯრებთან ცრიდა,
თბილი თითით დახატული ფრაზა ...
"მენატრები ისევ შენთან მინდა"

ლურჯ თვალბში ჩაძინებულ ეშმაკს
მოუთმენლად გაღვიძებას ვუცდი.
გიჟი გატაცება იყო რაღაც ...
არაფერი არ ყოფილა ცუდი.

სილამაზე არ გქონია დიდი
საიდუმლოდ რაღაც მინდა გითხრა,
ორი წამით დავიბინდე არც კი,
ალბათ ისევ შენი სენი მჭირდა...."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები