ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2009


...შენს ცივ ფანჯრებთან.

        აი ცოტაც და დაათოვს ქალაქს
        ნელა, გულდასმით,
        ყველა კარი დაიხშობა, დაიკეტება,
        დიდხანს შეყეფენ შეცივნული ძაღლები ჩრდილებს,
        ეს კომედიაც დასრულდება როგორც ყოველთვის...
        მე შენს ფანჯრებზე გავითბობ ხელებს...

          **      **      **      **      **      **

        შენს სათქმელს ისევ ქარი მეტყვის, მწარე სიმართლეს,
        მერე წავალ და შენს მაგივრად ხელს მომხვევს სევდა...
        დავიჯერებ, არ დავიჯერებ...კომედია დასრულდება,
        როგორც ყოველთვის,
        შენ არ ხარ ჩემთან... შენ არ ხარ ჩემთან...

        **      **      **      **      **      **

        მშვიდია ღამე,
        შენ კი ვერ მიხვდი,
        თუ რა მათბობს შენს ცივ ფანჯრებთან...

        **      **      **        **        **      **

      მშვიდია ღამე...
      ეს კომედია დასრულდება, (როგორც ყოველთვის)
      შენ არ ხარ ჩემთან...
      შენ არ ხარ ჩემთან....


              (2009) 11.26.  სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები