ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2009


ერთი ქუჩის ზღაპრები

შენი კარის სახელურს მივეფერე თითებით...
იქნებ ზუსტად დაემთხვეს ჩვენი ანაბეჭდები...
შენ კი ახლა შორს ხარ და საქმეებში ჩაფლული
ამ უსიტყვო სინაზეს ვერ მიხვდები ეჭვადაც...

შენს ეზოში კაცები შესანდობარს ამბობენ,
იმ სისხლიან ომისთვის თავგანწირულ ბიჭების,
შენ კი გვიან ბრუნდები, გზად სიგარეტს აბოლებ
და ეს გული მომუშტულ ხელში მტკიცედ გიჭირავს...

ვნებით ატეხილა და კულულ-კულულ მიჩეჩავს
შენი თხოვნით გაშლილ თმას ქარი-ქარახვეტია.
შენ - სიმკაცრეს თამაშობ, მაგრამ შენი თვალები
მზეზე უფრო თბილი და ბავშვზე უფრო ცეტია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები