ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2009


უკან

მე მიყვარს ადამიანები-მარტო
და მიყვარს ადამიანები-მხოლოდ
ადამიანები თავისთვის-
რომლებიც სახლში ბრუნდებიან ფეხით
და ავტობუსის დაორთქლილი ფანჯრებიდან,
საკუთარ თავს თვალს აყოლებენ...
როგორც გამვლელს, ვიღაც უცნობს
დავიწყებულს და შემთვხვევით შემხვედრს...
მე მიყვარს ადამიანები გზაზე,
მიყვარს ორმოებში და საფლავებში უფრო.
მიყვარს ფერად-ფერადი მკვდრები
შეღებილი საფლავების კარნავალი
და ცირკის აკრობატი ჭირისუფლები
...მათ თავისუფლად შეუძლიათ შენთან ერთად-
კუბოშიც ჩაეტიონ და მიემხრონ შენს სიკვდილს.
მიყვარს ბავშვები, მუცლლებიდანვე მომღიმრები.
რადგან- მახსოვს ოდესღაც
მეც დედაჩემის მუცლიდან ხელს ვუქნევდი გამვლელებს
და მამაჩემის მგაყინულ ტუჩებს იქვე ვგრძნობდი.
მართალია მაციებდა, მაგრამ გარეთ უფრო ყინავს.
მე იმ ბავშვებს ვუღიმი და ვურჩევ არ გამოვიდნენ.

ბავშვები ადგილის გაცვლას მთავაზობენ
და მე ვბრუნდები-
ადამიანიდან თავისთვის, მხოლოდ,
გამვლელიდან, გზიდან, საფლავიდან-
შიგნით...სადაც ვერ ვიგრძნობ ჩემს თავს.
და მე ვბრუნდები და ხელს ვუქნევ გარეთ დარჩენილ გაყინულ
უკვე -ჩემს გარეშე სივრცეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები