ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2008


ბამბო, ხვალ უნდა მოვიგოთ, ხო იცი...


-  ტაარა ტარარა, ტაარა ტარარა .... – ამღერდა მობილური „ჭრელო პეპელას” ჰანგზე. ნეტავ შინ არ ვიყო და სახლში მქონდეს დარჩენილი! მეღვიძება, მაგრამ თვალს ვერ ვახელ. ასე მინდა მოვძებნო სადღაც სკამზე მიგდებული  ეს საშინელება, რომელიც, გინდა არ გინდა, საჭიროა და საკმაოდ ძვირიც ღირს. რა კარგი იყო ჩვეულებრივი ტელეფონების ხანა. დარეკავდა - არ აიღებდი. ესე იგი არა ხარ შინ. მობილურზე რომ რეკავენ, ხომ ვერ იტყვი, სახლში არ ვიყავიო. კი ბატონო, ერთხელ დაგრჩა, ორჯერ დაგრჩა, მაგრამ მესამედაც?! რად გინდა მაშინ მობილური. სახელად? რა გქვია?  ვირი.
-  ტაარა ტარარა, ტაარა ტარარა ....
კიდევ რეკავს. თვალს ვახელ და ვიღებ ამ საშინელ ნივთს, რომელმაც დამიფრთხო კი არა და ცხრა მთას იქეთ გადამიკარგა ძილი. უცნობი ნომერია.
- დიახ,  – ეს მე ვარ.
- ბიჭო, შენ რამდენჯერ უნდა გითხრა, იმ გოგოს თავი დაანებე-მეთქი! -  რა ბრაზიანი ვიღაცაა. ამას მე მგონი მაკრატელი შეერჭო უადგილო ადგილას.
- რომელი ხარ? – ვეკითხები.
- რომელი ხარ კი არა ბიჭო, თავს მოგაძრობ.  შენ ვიღაც ახვარი ხომ არ გგონივარ?
- ვინ მგონიხართ?! -  ვითომ არ მესმის.
- ახვარი.
- არ დავანებებ!
- რატომ?
- იმიტომ რომ ახლა მძინავს და საერთოდ აზრზე არა ვარ ვინ ხარ ან რომელ გოგოს დავანებო თავი.
    გამითიშეს. რა ეწყინა ახლა, რა ვუთხარი ისეთი? არც არაფერი. ეს რა უბედურებაა! რატომ გამაღვიძა ვიღაცა სიყვარულით შეშლილმა გიჟმა!  იმის გამო, რომ მისი შეყვარებული ვიღაცას ხვდება? მე რა დავაშავე?! მერე კიდევ რაღა მაინც და მაინც ჩემთან მოხვდა! ცოტა ნომერია სხვა? დაერეკა სხვისთვის და ეჩხუბა თუნდაც დილამდე, თუ საღამომდე. იქნებ ვხვდები კიდეც. ამ კვირაში ვის შევხვდი? ახლა ამის გახსენება არ გინდა? დავითარსე რა. არა და რა კარგი სიზმარი  იყო. ახლა გამახსენდა, ვითომ მივფრინავდი. მიწაზე მოჩანდა კვადრატებად, რომბებად და მართკუთხედებად ჩამწკრივებული ათასფერი მინდვრები. ცა კი იყო ლურჯი, ძალიან ლურჯი. სადღაც მითხრეს, ფერად სიზმრებს თუ ხედავ, ესე იგი გიჟი ხარო. მე არავის არ ვეუბნები, რომ ფერად სიზმრებს ვხედავ. ისედაც ცუდი თვალით მიყურებს დირექტორი.... და უცებ მახსენდება ლუდი. ახლა ავდგები, მაცივრის კარს გავაღებ დაQოქროსფერი სითხე, ცივი და გემრიელი, თავიდან ბოლომდე ამავსებს საამო გრძნობით, რომელსაც ქვია ლუდი.  პირველ ნაწილს ჩემი ოცნებისას იოლად ვახორციელებ. ვდგები, მაცივრის კარებს ვაღებ  და ... ესაა ცხოვრება? ეს რა უბედურებაა?! ერთი ბოთლი მაინც დაეტოვათ! არადა 10 ბოთლი  შევაწყვე  გუშინ „მილანი” - „რომას” თამაშის აღსანიშნავად. ტირილი მინდა, მაგრამ ლუდი უფრო მინდა. დედააა. დედას რა უნდა აქ, ტუტუც, ორი კვარტლის იქეთ ცხოვრობს და გეხვეწება, შვილო, რა გინდა ნაქირავებში, მოდი აქ სანამ ცოლი მოგიყვანია, მანადე მაინც გიყუროო.  დედამ გაგზარდა ვირო, ახლა ლუდის გულისთვის ეძახი? დაურეკე მაინც! სამზარეულოში შევდივარ, ონკანს ვხსნი. წყალი მაინც დავლიო.  წყალიც არ მოდის...
-  -  ტარა ტარარა, ტარა ტარარა .... – ისევ მობილური. ახლა თუ ისევ მითხრა, იმ გოგოს თავი დაანებეო, უნდა ვაგინო. არა, ეს უკვე ნაცნობი ნომერია. რეზი, ჩემი ძმაკაცი. ესაა ლუდის უსასტიკესი მტერი.
- ხო.
- სად ხარ?
- სახლში.
- გამოდი, ხაში.
- არა, ლუდი ამოიტანე, ცუდად ვარ.
- ლუდი არა ტოლმა.
- „პივაზე” წავა?
ისევ გამითიშეს. ეს რა უბედურებაა, ყველა მე მითიშავს.  ავდგები და მე თვითონ გავთიშავ. გავდივარ მომსახურების ზონიდან. აბა ახლაც დამირეკონ. ახლა ძილი ყველაფერს მირჩევნია.  თან რა იცი, სიზმარში რას ვნახავ. ტვინის რომელი ნაწილი გამიაქტიურდება. სიზმარს თუ არ ნახულობ, ესე იგი ნახევარი ცხოვრება გიცხოვრია. აი, მაგალითიც. ვის ეცოდინებოდა მენდელეევი, ერთხელ რომ არ დასძინებოდა და სიზმარში ცხრილი არ ენახა. მობილურს ვთიშავ და ისევ საბნის ქვეშ ვძვრები. დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას ვნახავ სიზმარში, მენდელეევის ცხრილს თუ გამრავლების ტაბულას, მთავარია დავიძინო. თვალის დახუჭვასაც ვერ ვასწრებ, უცებ ჩემი კარის „ჩიტი” აჟღურტულდა. გამიხდა ესეც კარის პოეტი! უცებ ყველა ფრინველი შემძულდა. მათ შორის ბულბულიც. არა ვარ სახლში. მორჩა. ჩიტი კი გალობს და გალობს. ერთი თოფი მომცა რა ახლა დატენილი. რა ფიქრები მაწუხებს? ნეტა მართლა ვის გავახსენდი? ახლა უკვე მეც მაინტერესებს, ვინ არის. შეიძლება ღმერთმა ვიღაცის ხელით ლუდი გამომიგზავნა. სასწაულებიც ხომ ხდება. ვდგები და  სათვალთვალოსთან მივდივარ. ვიხედები. არაფერი ჩანს. სხვა თვალი დამიხუჭია. ახლა მეორე თვალით ვიხედები და აი სასწაული - ლამაზი გოგო. საერთოდ თუ შეიძლება სათვალთვალოდან ადამიანი ლამაზი გამოჩნდეს.
რეკორდული სისწრაფით ვიმოსები და ვაღებ  კარს. გოგო არ ჩანს. გაქრა. სამაგიეროდ პირდაპირ კარების წინ ღრუბლის ქულასავით თეთრი ლეკვი ჩაცუცქულა და მიყურებს. თან კუდს აქიცინებს. გოგო სადღაა, ან ამ ლეკვს რაღა უნდა? გარეთ გამოვდივარ.
- გამარჯობა, – მეუბნება ვიღაც. აქეთ-იქეთ ვიხედები. არავინაა. ხომ არ მომეყურა?
- შენ რა გამარჯობა არ იცი? – იგივე ხმა.  მხოლოდ ახლაღა მივხვდი, რომ ეს იყო ლეკვი. მოლაპარაკე ლეკვი. აი ზღაპარი, მაგრამ ზღაპრებში ვიცი ბაყაყი გადაიქცევა მზეთუნახავად, აქ კი რაღაც აბსურდი - ქალი გადაიქცა ლეკვად. ვერაფერი გაიგე. 
- გაგიმარჯოს, – ვეუბნები. – შენ რა, ლაპარაკობ?
- არა ვცეკვავ, – მიპასუხა. მაღადავებს კიდეც. არა, მგონი მოჩვენებები დამეწყო. არა, ნამდვილად ბევრს ვსვამ.
- ალბათ პიანინოზეც უკრავ „ძაღლების ვალსს”, შემთხვევით შენი დაწერილი ხომ არ არის? – ვეკითხები.
- არა.
- კიდევ კარგი, – ვთქვი და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ცუდად ვარ. ალბათ ეს არის თეთრი ცხელება, თუ რაღაც ჯანდაბა რომ ჰქვია. ნეტა ახლა დარეკავდეს ვინმე და მეტყოდეს რამეს. თუნდაც ის გიჟი დარეკავდეს, შეყვარებული რომ ღალატობს. თუმცა მახსენდება, რომ მობილური გამორთული მაქვს. 
- ნუ გეშინია არ შეგჭამ. ისე გამოგიტყდები და ძალიან მშია.  სახლში არ შემიპატიჟებ? – ეს რა კულტურული ლეკვია?! ესე იგი თუ არ Eშევიპატიჟე, ისე არც შემოვა, მაგრამ მინდა ახლა მე მოლაპარაკე ლეკვი?
- სხვა შენ ადგილზე ბიზნესს დაატრიალებდა, შენ კი იმას  ფიქრობ სახლში შემოვუშვა თუU არაო.  აბა შენა ხარ რა!
    რა ბიზნესი უნდა დავატრიალო? გიჟია ეს ლეკვი! რომელი ბიზნესმენი მე ვარ? ისე მხედველობაში რა ჰქონდა?! აბა, რა ვიცი. დღეს ძაღლისას კი არა კაცისას ვერ გაიგებს კაცი!
    -  შევიდეთ სახლში და იქ გეტყვი, – მეუბნება. მგონი ეს ლეკვი ჩემს ფიქრებსაც ხვდება. მოიცა, წეღან მგონი გავაპანღურო-მეთქი გავიფიქრე. ნეტავ  მიხვდა?
    -  არა ეს არ  გიფიქრია. წეღან იფიქრე მინდა ახლა ეს მოლაპარაკე ლეკვიო და კიდევ ის იფიქრე  ჩემზე, გიჟი ხომ არ არისო. მერე კიდე შენს თავზე იფიქრე, თეთრი ცხელება მაქვსო. 
    ვიგრძენი როგორ დამიდგა თმა ყალყზე. ახლა მთლად ჭიხვინი არ დაუწყია, მაგრამ არც არაფერი აკლდა. პატარა ამბავია? მოლაპარაკე ძაღლი. ძაღლიც არა,  ლეკვი. თან აზრის წაკითხვაც რომ შეუძლია. ეს რომ გაიზრდება, რას იზამს!
- კაცო, რა დროს გაზრდაა, შემოვიდე თუ არა? თორემ, იხვეწება ხალხი!
    ვინ ხალხი იხვეწება?! სადაა, საერთოდ, ხალხი? რაღა ყველა ახლა გაქრა?
- მობრძანდით! – ვეუბნები. დინჯად შემოვიდა. რა ვაჭამო ახლა ამას?  ალბათ, ძვალი ეყვარება.
- საიდან მოიტანე, რომ ძვალი მიყვარს? ძვალი შენ თვითონ ჭამე. მე კი ერთ ლამბაქ რძეს დიდი სიამოვნებით დავლევდი ფუნთუშით, – მომცა შეკვეთა.
რძე საიდან მოვუტანო ახლა? ვითომ ძროხების ფერმა მქონდეს!
- ჰო, კარგი, ნუ წუწუნებ. ჩადი და მაღაზიაში იყიდე, – დამარიგა.  თან მოათვალიერა ჩემი არეული ბინა. ეტყობა დიდად არ ეპიტნავა. ვითომ თვითონ აპარტამენტებში ცხოვრობდეს. 
- ისე მართალი ხარ, ჩემს პატრონს შენთან შედარებით აპარტამენტები აქვს. მდიდარია, მაგრამ ბედნიერი არ არის. 
- მოიცა, კარებზე ზარს რომ აძლევდა, ის შენი პატრონია?
- ხო. დაინახე არა? იმიტომ გამოვარდი ასე გიჟივით? მოგეწონა?
    აუხსენი ახლა ამას, მომეწონა თუ არა ქალი, რომელიც სათვალთვალოდან დავინახე.
    -  არ გირჩევ მის  შეყვარებას.  არა, ცუდი გოგო არ არის, მაგრამ სიგარეტს ეწევა.  ლამისაა მეც დამაწყებინოს!
    -  მერე შენც კარგ პატრონს ვერ მონახავ?
- ვითომ ჩემი ნება იყოს! არჩევაზე რომ იყოს საქმე, ახლა ვიქნებოდი დედაჩემთან ცხვარში. დავირბენდი ათასფერ  ფერდობებს, ბატკნებს ავედევნებოდი, პეპლებთან ვითამაშებდი. შენ გითამაშია პეპლებთან?
- კი, ბავშვობაში.
- რა მაგარია არა? – თვალზე ცრემლი მოადგა უცებ. ალბათ დედა მოენატრა.
- კარგი, წავალ, რძეს ამოგიტან, -  ვთქვი, ჯიბეებში ფული მოვიჩხრიკე და გარეთ გამოვედი.  ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, მოლაპარაკე ლეკვი ვნახე და თან ველაპარაკეო, ნამდვილად გიჟად ჩავთვლიდი.  გამოდის, რომ  მე რომ ვინმეს ვუთხრა, მოლაპარაკე ლეკვი მყავს სტუმრად-მეთქი, აქეთ მე ჩამთვლიან გიჟად, მით უმეტეს იმასაც თუ გავამხელ, რომ ფერად სიზმრებს ვხედავ. რაღა მაინც და მაინც მე მეწვია? ან მისი პატრონი სადღა წავიდა? ალბათ ახლა სადღაც მეგობრებთან ერთობა, მე კი მის ლეკვს რძე უნდა მივუტანო და ველოლიავო.
ერთი პაკეტი რძის ფული  ძლივს Eშევაგროვე.  თან ფუნთუშაც ავიღე. ლუდის ფული აღარ დამრჩა. მაღაზიაში გაკვირვებულები მიყურებენ. რაც აქ გადმოვედი, ლუდისა და არყის მეტი არაფერი მიყიდია. ახლა კი უცებ - რძე. რა იციან, როგორი სტუმარი მყავს.
ოთახში დაბრუნებულს სავარძელზე წამოწოლილი დამხვდა. თავი წინა თათებზე ჰქონდა დადებული და ოთახში დაკიდებულ ჩემს შესრულებულ ერთადერთ ნახატს შესცქეროდა. დიდი ტრიალი მინდორი იყო ამ ნახატზე და შუაში ერთადერთი ხე. საინტერესო რა დაინახა ვერ გეტყვით. ტრიალი მინდორი მოენატრა ალბათ.
- რძეE და ფუნთუშაც მოვიდა, – თქვა მე რომ დამინახა.
ამან რა იცის, ბოლო ხურდები ამოვიფხიკე ჯიბიდან.
-  ხო, კარგი ნუ მამადლი, – მითხრა.  სულ დამავიწყდა, ამას ხო ფიქრების წაკითხვაც შეუძლია.
- ღმერთმა შეგარგოს, ვინ თქვა რომ გამადლი! – მოვუბოდიშე ... 
- შენც უნდა ჭამო! მარტო ჭამაში კაციც ცოდოა და ძაღლიც.  მოიცა, ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი, მე ბამბო მქვია.
- მე დათო.
- ვიცი. აბა, წავიდა ქეიფი!
რძეE ლამბაქზე დავუსხი და ნახევარი ფუნთუშაც ჩავუფშხვენი. ისე გემრიელად დაიწყო ჭამა, მეც მომინდა. რძეE ჭიქაში დავისხი და დარჩენილ ფუნთუშას შევექეცი. უკვე შევეჩვიე, თითქოს ყოველდღეE მოლაპარაკე ლეკვები მყავდეს სტუმრად. მალე მოვრჩით.
- ახლა ჩემი სეირნობის დროა, პარკში უნდა წამიყვანო!
მგონი ეს აღარ ხუმრობს. ახია ჩემზე. სულ დაცინვით ვუყურებდი ხალხს, რომლებიც ძაღლებს ასეირნებდნენ.  რად უნდა ძაღლს სეირნობა! გაუშვი და ისეირნებს აბა რას იზამს. თუ  ყველას უნდა დაანახო, რა მაგარი ჯიშის ძაღლი გყავს! ჯერ ეს ერთი და მეორეც, შენ  რომ მოგწონს, ჰკითხე ერთი ძაღლს მოწონს შენთან ერთად ბოდიალი, ყელში წაჭერილი სახელურით  თუ საყელურით? პატიმრის სეირნობაა რა, თუ ამას სეირნობა ჰქვია. ახლა კიდევ ჩემი თავი წარმოვიდგინე გუნებაში, როგორ მივსეირნობ ბამბოსთან ერთად და მხვდება რომელიმე ძმაკაცი. მაშინ ნახე შენ ღადავი. ისე, პრინციპში, ცუდი ლეკვი არ სჩანს. არა და  უკვე, მეც მაინტერესებს სხვა გაიგონებს თუ არა, რას ლაპარაკობს ბამბო. ან რა სახელია ბამბო.
- რა სახელია და რომ დავიბადე, ჩემმა ძველმა პატრონმა, რა ბამბასავითააო და  ბამბო დამარქვა, გაიგე? აბა რა სახელია დათო?
- რა სახელია და ბაბუაჩემს ერქვა, -  ვთქვი მე.
- და რატო ერქვა?
- აბა მე რა ვიცი, ბაბუამისს ერქვა.
- ჰოდა, ამაშია საქმე! - თქვა, მაგრამ  რაში იყო საქმე, ვერ მივხვდი.
კარგი, ჯანდაბას, წავალ პარკში - იმას მაინც გავიგებ, სხვასაც ესმის თუ არა ბამბო რას ამბობს.  ახლა ეს მაინტერესებს ყველაზე უფრო. მაგრამ პარკამდე საკმაო მანძილია. მოდი ერთი რეზისთან დავრეკავ. მანქანით გამოვა. პარკშიც გაგვიყვანს და თან ბამბოსაც გავაცნობ.
- არ გამოვა. მაგ შენმა ძმაკაცმა გუშინდელს ამ დილას არაყი დაამატა კიდევ და ახლა ბომბი რომ აუფეთქო ვერ გააღვიძებ.
    მაშინ  რა ვქნა?  პარკამდე  შორსაა, ტაქსის ფული კი არა მაქვს. 
- ფულზე ნუ წუხარ. ათი ლარი ხომ გვეყოფა?
- კი, მაგრამ შენ საიდან ფული?
- ამას წინათ ვნახე ეზოში ეს ქაღალდის ნაგლეჯი თქვენ რომ ფულს ეძახით. ვიფიქრე, რა იცი როდის გამომადგება მეთქი და შევინახე.  ასე რომ ფული გვაქვს.
    აი თურმე რა ბიზნესზე ლაპარაკობდა ბამბო.
- არა, შენგან ბიზნესმენი არ გამოვა. დაგვიანებულია,  - დასკვნა უცებ, – აბა, წავედით პარკში.
ცოტა ხანში უკვე ტაქსს ვაჩერებდით. ათ ლარიანი საიდანღაც მოარბენინა. პირში ჰქონდა გაჩრილი. რომ გამოვართვი, -  ფუ, რა ჭუჭყიანიაო,  - თქვა და მომეჩვენა თუ რა იყო, გადააფურთხა.  „ჭუჭყიანი უძახე შენ,  რამდენ რამეს აკეთებს!” - გავიფიქრე მე. ამასობაში ტაქსიც გამოჩნდა.
- იცოდე წინ მე ვჯდები! – ყვირის ბამბო.
- ვითომ რადაო? – ვეკითხები.
- ფულს მე ვიხდი და იმიტომ. ვინც მუსიკას უკვეთავს, ის ცეკვავს. ეს მაინც არ გაგიგია?
- კარგი, -  ვეუბნები და წინა კარს ვუღებ. გაღება ერთი იყო და წინა სავარძელზე შეხტა. მძღოლი გაკვირვებული გვიყურებს.
- ეს ბამბოა! – ვეუბნები – წინ დაჯდება. პარკამდე მიგვიყვანე.
- აუ ჩემი ბედი რა, დღეს გავრეცხე მანქანა. ახლა ძაღლები მინდა? – ბრაზობს.
- ხო კარგი,  ნუ  წუწუნებ.  სუფთაა.
- სუფთაა, მე და ჩემმა ღმერთმა სულ à„არიელით” რეცხავ აი! -  არ ისვენებს, მაგრამ ვატყობ რომ უარსაც არაა.
- „არიელით” მამაშენი გარეცხე! -  გაბრაზებული ეუბნება ბამბო.
- რა პატარაა და  ნახე როგორ იღრინება! -  უკვირს მძღოლს. ესე იგი არ ესმის ბამბო რას ამბობს.  გამოდის,  მარტო მე მესმის. ახლა პარკში კი არა ექიმთან უნდა მივდიოდე. უკან ვჯდები. ტაქსიც დაიძრა.
- ფანჯარა ჩამიწიე რა! – მეუბნება ბამბო.
- ჩუმად იყავი თორემ  მძღოლი მეცემინება! – ხმადაბლა ვეუბნები მე და ფანჯარას დაბლა ვუწევ.
    -  რა მითხარი? – ეს მძღოლია.
- არაფერი, - ვთქვი მე და ახლა ჩემი ფანჯარაც ჩამოვწიე.
    ბამბო უკანა ფეხებზე შედგა და თავი ნიავს შეუშვირა.
    -  აუ, რა მაგარია!  - თან ყვირის და ფანჯრიდან გამვლელ ძაღლებს და ლეკვებს ათვალიერებს.
- ნუ ყვირიხარ, თორემ ფეხით მოგვიწევს წასვლა! – ვაფრთხილებ მე.
- რა მითხარი? – მეკითხება კვლავ მძღოლი. მგონი მთლად ნორმალური არ ვგონივარ.
- რაღაც ნაცნობი  სახე გაქვს. დიდი ხანია ტაქსაობ? – მოვიფიქრე კითხვა.
- ბავშვობიდან აქა ვზივარ!
- მე კი პარლამენტარი მეგონე, ვიფიქრე უფასოდ წაგვიყვანს-მეთქი! – ვითომ ვიხუმრე, გადაცემა გამახსენდა - „„ტაქსი”, პარლამენტარებს რომ ხალხი დაყავთ ტაქსით უფასოდ და თან აბოლებენ.
- ღმერთმა დამიფაროს ძმაო, - პირჯვარი გადაიწერა, -  ჩემი ალალი ორი თეთრი მირჩევნია.
ამასობაში პარკთანაც მივედით. მძღოლს ათლარიანს ვაწვდი. ის შვიდ ლარს გვიბრუნებს. სამი ლარიც უკან გვინდა. ესე იგი ოთხი ლარი კიდევ გვრჩება. ლუდი... … გადმოვდივარ და ბამბოსაც კარს ვუღებ. დინჯად გადმოვიდა.
-  შეგიძლია ერთი კათხა ლუდი მიირთვა, დილას ხომ შენ დამპატიჟე. ახლა მე გეპატიჟები,  -  მეუბნება დიდსულოვნად,  – მე მანამდე ცოტას გავინავარდებ.
ლუდის დალევა კი მართლა კარგია. როგორ არის - „ცივი ლუდი და ძეხვი, შეჭამე და გაძეხი”.
-  ძეხვი ჩემთვისაც აიღე. არა „სასისკი” სჯობია. – მეუბნება, თან დარბის აქეთ იქეთ.
იქვე პარკის შესასვლელთან პატარა საზაფხულო კაფეა. მაგიდები გარეთ დგას. მე ბარმენთან მივდივარ და შეკვეთას ვაძლევ.
- თუ შეიძლება, ერთი კათხა ლუდი და დანარჩენის მოწოწნიკი, თან მდოგვიც გამოაყოლეთ.. -  და ოთხ ლარს ვაწვდი.
- შენა, ჩემი ძმა თვალში ხომ არ გეპატარავები,  თუ გინდა გხეთქო ახლა აი ბოთლი თავში.
- გეკადრებათ. კი მაგრამ, რა დავაშავე?
- აბა რა მოწოწნიკი აგიტყდა?
- მოწოწნიკი არის  „სასისკის” ქართული თარგმანი.
- მაი ვის მოატყუე იცი, ვინც  მოგიტყუებია.
- კარგი ბატონო, მაშინ  ერთი ბაკალი „პივა” მომეცი და დანარჩენის „სასისკი” და „გარციცაც” გამოაყოლეთ.
- ასე, ადამიანურად რომ დეილაპარაკებ, მეც ადამიანურად დეგელაპარაკები. – მოლბა უცებ.
    ყველაფერი  ერთ განაპირა მაგიდასთან მივიტანე.  თუმცა სულ ორი მაგიდა იყო დაკავებული. პარკშიც არ ჩანს ბევრი ხალხი.  ამ დროს ბამბოც მოვარდა ნარბენი. ეტყობა კმაყოფილია. მისი წილი ულუფა გადავუღე.  გემრიელად შევექეცით. ხალხი გაკვირვებული გვიყურებს. ბარმენი ვერ ხედავს ბამბოს. მე ვეფარები.
- შენა არ დალევ? -  ვეკითხები.
- არა, არ მომწონს, მერე თავს მატკივებს, – მეუბნება. ძალასაც არ ვატან.
    ლუდი  იყო ძალიან გემრიელი.  არა რა,  ბამბომ გადამარჩინა. აი, ახლა კი ბედნიერი ვარ. ნამდვილად ღმერთმა მომივლინა ეს ლეკვი.
    ახლა უკვე პარკში  სკამზე ვსხედვართ.  ორივე ძალიან კმაყოფილი ვართ და გამვლელებს ვათვალიერებთ.
- ბამბო, ნახე რა ლამაზი გოგო მოდის! – ვეუბნები მე და გოგოზე ვანიშნებ.
- ბოზია მაგი, – მეუბნება ბამბო.
- არ გრცხვენია, რას ამბობ?! – შევიცხადე მე.
- რა მრცხვენია. ჯერ ერთი, ბოზი ძველ ქართულში ლამაზს ნიშნავს. ხომ ხედავ, რომ ლამაზია. მეორეც კიდევ. ეს მართლა ბოზია. ორი თუმანი მიეცი და საუნაში ერთი საათი ისე ეყვარები, როგორც ყველი და პური.
- შენ ამდენი საიდან იცი? -  ვეკითხები  გაკვირვებული.
- ვიცი, ვიცი, ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც.
- აბა ის თუ იცი საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან რას იზამს?
- რა, ტოტალიზატორში გინდა თანხა ჩადო? არ ენდო თუ კაცი ხარ. ან შენ რისი ჩამდები ხარ,  ფული არ გაქვს. მაინც არ ენდო დამიჯერე. ტოტალიზატორის ამბებს ვარსკვლავებიც ვერ ხვდებიან და ფეთქდებიან.
- ტოტალიზატორი რა შუაშია.  მიდი რა, ბამბო რა,  მოგვაგებიე რა. შენ ხომ ჯიგარი ლეკვი ხარ. მიდი რა, – დავუწყე მე ხვეწნა, არა და ამ წუთში მართლა მჯეროდა, რომ ბამბოს ეს შეეძლო.
- ხო, კარგი ვეცდები.
უცებ ბამბოს სახე შეეცვალა. ვხედავ ვიღაცას გაბრაზებული შეჰყურებს.  მის მზერას თვალი გავაყოლე, ვხედავ ჩვენსკენ დიდი ძაღლი მოდის. საერთოდ ძაღლების ჯიშში ცუდად ვერკვევი, მაგრამ ეს ნაღდად ბოქსიორია, იმიტომ რომ ცხვირი ჩაჭყლეტილი აქვს.
- რას ერჩოდი ჩემს ჰუკას? -  დაუწყო შორიდანვე ყვირილი ბამბოს.
- მეტი ეკუთვნოდა მაგას, – ნირი არ შეუცვლია ბამბოს, – აბა  რა არის, რომ იგინება?
- რას იღრინები! – ავყევი მეც  ბამბოს, -  მართალია, მეტიც ეკუთვნოდა.
ცხვირჩაჭყლეტილი აშკარად არ ელოდა ჩემგან შეტევას. უკან მიიხედა, ალბათ თავის პატრონს თუ ეძებდა. არაფერი არ  უთქვამს. ერთი კიდევ შეიღრინა, -  „მაცალეთო” და წავიდა კუდამოძუებული.
-  რა მაგრები ვართ არა?! – უხარია ბამბოს.
- ხო.
- რა გაბუნძულდა!@
- მაგრად. მაინც რა დაგიშავა მაგისმა ლეკვმა? – ვეკითხები მე.
- ჯერ ტუჩზე რძე არ შეშრობია და რჯულსა და ჯილაგს იგინება... ჰოდა მიიღო კიდეც ყურის ძირში. გინების სწავლას, მაგისთვის  მშობლებს არ ერჩევნათ რამე ლექსი ან სიმღერა ესწავლებინათ?
- ჰო, მაგრამ ახლა სადმე რომ დაგიმარტოხელოს?
- შენ მაგაზე არ იდარდო, – დამაწყნარა ბამბომ.
უცებ პარკში ქარი ამოვარდა. მზე ღრუბლებმა ჩაყლაპა თითქოს და ჩამობნელდა. მერე ელვამაც გაანათა. ცოტა ხანში  ქუხილის ხმაც გაისმა და  წვიმის წვეთები წამოვიდნენ. ჯერ თითო-ოროლა. მერე თანდათან იმატეს.
- აბა ახლა წავედით სახლში, თორემ გასაწურავი გავხდებით! -  მეუბნება ბამბო. უცებ მართლაც თავსხმა წვიმა წამოვიდა. მე და ბამბო  ტაქსების გაჩერებისკენ გავრბივართ. გზად პატარა ნაკადული უნდა გადაგვევლო საცალფეხო ხიდით. ბამბო ადვილად გადავიდა, მე კი ფეხი დამიცურდა და წყალში მოვადინე ტყაპანი...
ვაიმე... ლოგინიდან გადმოვვარდნილვარ. იატაკზე კი წყალი დგას. ალბათ ონკანი დამრჩა ღია. მეხი? მეხი კი არა, კარებზე აბრახუნებენ? ჯერ სამზარეულოში გავედი. იქ უკვე ვენეციაა. …ონკანი გადავკეტე. გადავიცვი და კარებისაკენ მივდივარ.  კარები გავაღე. ვიღაც ლამაზი გოგო, ხელში ბამბის ქულასავით ლეკვით...
- მობრძანდით.
- იცით, მე თქვენს ქვემოთ ვცხოვრობ. თქვენი ბინიდან წყალი ჩამოდის.
- ვიცით,  – ვეუბნები მე, -  მაპატიეთ ქალიშვილო, დილით წყალი არ მოდიოდა და ეტყობა ონკანი დამრჩაA ღია.
- ასე არ შეიძლება.
- ვიცი. მაპატიეთ. უკაცრავად, ეს ბამბოა ხო?
- დიახ, და თქვენ საიდან იცით?
- ვიცით, ვიცით, ჩვენ  ყველაფერი ვიცით. ბამბო, ხვალ უნდა მოვიგოთ, ხო იცი...


                      25 მარტი, 2005 წელი




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს