ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2009


***


სივრცეს მოწყვეტილი ზარივით
მოჩანს ყვავილოვან ბალახში
ძმა,ძმისგან მოკლული...

***
არც მაშინ დარწმუნდები,
მისი გულიდან
შენი სახე რომ შემოგანათებს?!

***
ჯერ შენი თვალები გამოჩნდა ცაზე
და მერე_ვარსკვლავები
და მიწაზე რა გამაჩერებდა?!

***
მზის გამოჩენა გამიხარდა,
თორემ მისი სითბო
ღამის მხარეებშიც ბევრია.

***
ღრუბლის ნაწოლზე წამოწვა წუთით
და იგრძნო სითბო და სურნელება
დედისგან გაშლილი ლოგინისა.

***
ის ღმერთზე ფიქრობდა
და ხატები აღარ ახსოვდა
და ხატები ხარობდნენ ამით.

***
ჩანდა და არც ჩანდა,
ვით საზღვარი
დღისა და ღამისა.

***
ეჭვებმა ერთურთის სახეებზე
სისულელე რომ ამოიკითხეს,
იცინეს,იცინეს და გაუჩინარდნენ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები