ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2009


ბებერი გეა

რა უცნაურად მშობიარობს დედამიწა თქვენზე,
ხეებო -
წიაღის გარეთ გაჭრილებსაც ჭიპლარით გეკვრით,
რომ გამოგვკებოთ ძველებურად, ფესვების გავლით.
დედის სხეულთან მიბმულები ყმაწვილდებით,
დაოჯახდებით,
მერე შვილებსაც ზედვე აჩენთ -
ზოგი ფოთლად, ზოგი ნაყოფად.
ადგახართ ასე დაბერებულს, გაბებიებულს,
სისხლს და სითბოს სწოვთ,
დრო მოდის და ზედვე აკვდებით.
ბრუნავს მოხუცი,
მრგვალ მუცელზე ხელებმოჭდობით,
ყრუ ტკივილებს უხმოდ რომ ყლაპავს,
ზედ კიდია უთვალავი მიცვალებული,
მილიონი ფესვის ჭიპლარით
ამდენივე ცოცხალ შვილს კვებავს,
თვითონ კი მუდამ ბრუნავს და ბრუნავს,
და შვილმკვდარი, დარდებმრავალი
გაჩენას წყევლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები