ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2009


Stop-cadre

სისულელეა ყველაფერი,
ჩემო ძვირფასო,
ირგვლივ ქარია -
ოცნებებს რომ ანაგვიანებს.
გათელილია ეს ბაღები
და აღარ მახსოვს -
ადრე წავედი,
თუ, წვიმებმა დაიგვიანეს...
დამეფანტები ახლა,
ვიცი მოგონებებად,
უცნაურია,
ეს აპრილი ხომ უკვე იყო.
აქ გათენებაც
არეულა ისეთ ფერებად,
რომ, ვერ ვიხსენებ -
ეს სიგიჟე რატომ დაიწყო...
სისულელეა, დამიჯერე,
ნამდვილად ვიცი,
ეს ნაბიჯებიც
მამსგავსებენ ხანდახან
ჯამბაზს.
ცხოვრება მესვრის -
ტყვიებივთ,
შეფარულ სიცილს,
თანდათანობით  ემგვანება
უაზრო  თამაშს...
უნდა წავიდე,
ალბათ უკვე, უნდა წავიდე.
ახლა ქუჩამაც -
ტკივილამდე იცვალა ფერი,
სადღაც  გაბნეულ  მონატრებას
მიაქვს სიმშვიდე
და სიკვდილამდე დამღლელია
ეს ყველაფერი...
უცნაურია,
ეს აპრილი ნამდვილად იყო.
ირგვლივ კი ქარი -
ოცნებებს რომ ანაგვიანებს.
გათელილია ეს გზა უკვე
და აღარ მახსოვს -
ადრე წავედი,
თუ,
წვიმებმა დაიგვიანეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს