ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2009


სიცოცხლისთვის...

ჩემი ცოდვილი სხეულისთვის
ხორცი _ შავ ძელზე გასასმელი.
ჩემი მონანიე სულისათვის
კარი _ სამოთხისკენ გასავლელი.
სიმღერა _ ჩუმი საქვითინო,
სამშობლო – ჩემი განსაცდელი.
ხმალი _ მომავლისთვის შენახული,
სისხლი _  ბედიასთან დასაცლელი.
მიწა _ დაჭრილი და დაფლეთილი,
შვილის იმედითღა დასაცველი.
ქვეყანა _ უთავ-უპატრონო,
ბოსტან-ბაღჩიანად დასაგველი.
როცა სიძულვილი ისე მეფობს,
ლამის ტვინი გახდეს ასახდელი.
როცა უცხო მტერი თავზე გვაზის,
სტუმარი, როგორც _ მასპინძელი,
როცა ბრძოლის ნაცვლად დახლთან გვიზის,
არაგველი თუ ასპინძელი.
როცა დამარცხებულ სამშობლოში
ერთ თბილ გაღიმებას მაინც ველი.
როცა თეთრყვავილა ჩემს ეზოში
ნაზად იღიმება ასე მწველი.
ხანდახან თითქოს ხვად მგელივით
რკინის გისოსებში დასაბმელი.
ისევ შემოგითბობ ბზიფს და რიწას,
ცა რომ სამოთხეობს და მზე გრძელობს,
ხელში ავიტაცებ დედამიწას
და ვსვამ სიცოცხლის სადღეგრძელოს!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები