ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: თარგმანი
8 დეკემბერი, 2009


სუფთა ხელები/ვარდან ჰაკობიანი/

ქვასთან საუბრისას,
ვცდილობ აღვიქვა ზღვარდაუდები
სინაზე მისი.
წყალთან მდინარებისას
ვცოცხლობ ფესვის ტკბილი შეგრძნებით.
ყვავილთან ერთად გაფურჩქვნისას
ვიჭერ სინათლეს ხელისგულებით.
მზესთან ერთად ამოსვლისას
მარცვალთან ერთად ჩემს გულსაც ვდებ
ნახნავში ფრთხილად.
გარედან მოჩერებულ მაყურებელს ჰგონია,
ლექსებს ვწერ თითქოს.
რატომ უნდა დავისვარო
ხელები ლექსით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები