ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2009


ზეტის ერთი დღე

ჩვენ, მოგონებებით -
სიჩუმეს შევეხეთ,
ტკივილებს ვხატავთ და
ვშლით გამოცხადებას,
თურმე რა უძლური -
ყოფილა ფიქრები...
ო, რა ადვილია -
დღეს გარდაცვალება!...
შეშლილი ქუჩები
დათვლიან ნაბიჯებს,
სიჩუმე გაწყდება -
იწყება ლოცვები,
აქ ვიღაც დადის და
ოცნებებს აღვიძებს -
სიზმარში მოპარულ
ფერადი ფურცლებით.
ეს დღეც უცნაურად -
მალე გაილია
უჩვენოდ შავთეთრი,
მუნჯი კადრებივით...
ახლა სიმარტოვე
ვისთვის იდილია -
ვისთვის კი
წყევლაა -
სამყაროს ცოდვებით,
ჩვენ კი -
კვლავ ტკივილებს
ვხატავთ და ვშორდებით,
ალბათ ველოდებით,
თუ რა შეიცვლება...
მართლა რა უძლური -
ყოფილა ფიქრები....
მართლა ადვილია -
დღეს გარდაცვალება!...




პ.ს. ბექა არ დაბრრუნებულა ნატა ვარ :(

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს