ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
10 დეკემბერი, 2009


ეკლესიის მშენებლები

ლუკამ,ლამაზქოჩრიანმა,
შავტუხამ და შავთვალამ,
მოიტანა ქვა და თიხა,
ხისგან ჯვარი გათალა,
მერე ანაც დაეხმარა,
კოხტა და კაფანდარა,
თორნიკემაც ივაჟკაცა-
საძირკველი გათხარა
და წყაროსთან ააშენეს
ეკლესია პატარა.


თ ა ნ ა ტ ო ლ ე ბ ი
----------------------
მონდომებით,ნელა-ნელა
ორმოსა თხრის ბაღში ვანო.

ჩარგო ნერგი,ვანოს გულში
დიდი სიხარული გალობს.

ნერგი ვანოს სიმაღლეა,
ნერგის სიმაღლეა ვანო.


ბ  ე  რ  დ  ი  ა
----------------
მართლა ვაჟია ბერდია,
ხელ-ფეხი აღარ ეღლება,
ხან ყოჩებს ეთამაშება,
ხან ღობეს გადაევლება,
ხან ხევ-ხუვ ჩაეფარება,
ხან გალავანზე შედგება,
თმის ღერები აქვს ისეთი,
ზედ ვაშლი წამოეგება.

შემოგცინებს და იფიქრებ:
"გული მერცხლისა ექნება."



ჯიბილო ყივილაშვილი
---------------------------
ქვის გამკვეთელი დეზები,
ბოლო_ცეცხლივით გაშლილი,
ბუმბული_გაბრწყინებული,
ხავერდოვანი და ხშირი,
ხმა_მაცნე გათენებისა,
მიწიდან ცისკენ აჭრილი,
თვალები_ნაპერწკლიანი,
გული_ მაგარი კაჟივით...

ასეთი გახლავთ მამალი_
ჯიბილო ყივილაშვილი.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები