ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
6 ივნისი, 2008


სეზონი

ხანდახან მიუყვები მოასფალტებულ გზას და ფიქრობ ბევრ რამეზე. ხანდახან უბრალოდ “ნაუშნიკები” გიკეთია და არაფერზე ფიქრობ. დღე ისე გადის ვერც კი ხვდები სად გაგექცნენ საათები. ან, როგორ გახდი უკვე ოცდაორის?  თვრამეტიდან ოცდაორამდე ბევრი არაა, მაგრამ დიაგნოზს მკაცრი ხმით გისვამენ “ეს სეზონურია!”უფრო სწორად კი “მას” დაუსვეს. შენ კი გაითავისე და შეეჩვიე ან სულაც ვერ შეეჩვიე და “სეზონი”, რომ ჩნდება მაშინ გახსენდება...

ისევ მიდიხარ ასფალტს მიუყვები. ქალი გხვდება, რომელიც რატომღაც გამშვიდებს. ხელში პატარა კოლეიდესკოპს გაწვდის და გეუბნება:

“ჩაიხედე და ისე იარეო”.

“ისევ კოლეიდესკოპი”... გეღიმება. მერამდენედ გიშველა ნეტა?

ხვდები,რომ შეუღებავ ქალაქში ერთადერთი ნათელი ფერები ამ პატარა მოწყობილობაშია.. ფიქრობ:

“ ალბათ ქალმა ჩაყარა”...

მერე უბრალოდ ქვაზე ფეხს წამოკრავ და გიკვირს ამ კრიალა ასფალტზე რა უნდოდა პატარა კენჭს, რომელიც სინამდვილეში საკმაოდ მოზრდილი ყოფილა. ხელიდან კოლეიდესკოპი გივარდება და ფერადი გამჭირვალე შუშები ირგვლივ იფანტება. იცი ამ დროს რა გახსენდება? შენი პირველი “სეზონი”, მწარედ გეღიმება “მაშინაც ასე იყოო” ამბობ და გზას განაგრძობ. “carmina burana” ყურებში ჩაგესმის, ასფალტზე ფეხით შუშებს ფანტავ და ბოლოს “fortuna!!” სეზონი დასრულებულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები