ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ოთანაძე
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2009


ორი მწვანე სამყარო

მე ვაკვირდები ...  (ახლა დღეა და ყველა გარბის),
აღარ მოვყვები, აქიდან ჩანს ქარი და ქუჩა,
და წამოწვიმა, შიგადაშიგ ფიფქებით ყალბი,
კაშნეს ზემოდან პატარა ბავშვს თვალები უჩანს.

მე ვაკვირდები... ერთი-ორი ფრინველის ფრენა,
ვარ მოკუჭული, (ჩვეულ ბაღში), მორყეულ სკამზე,
დგას ისევ ბავშვი, თითქოს ჩემთან საუბარს გეგმავს,
მოდის და თავის ჭრელ თოჯინას ღიმილით მაძლევს.

მათვალიერებს, ყურადღებას იზიდავს მძიმე
და სიცივისგან შეყუჟული თითები გულთან,
ჩემი დუმილი ბავშვის თვალში სისველეს იძენს...
კაშნეს ზემოდან ორი მწვანე სამყარო უჩანს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს