ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2009


ი ა ლ კ ი ა ლ ი



სამაია ალვების,
მუშაითი ხვიარა.
სხივები და ლარები,
ერთნაირად კრიალა.

მოლივლივე ზოლები,
ზვინები და ურმები.
გარინდება გონების
და გალობა გულების.

სიმწვანეში ქალ-ვაჟი
/ცხადია თუ ზღაპარი?/
და შრიალი ყანაში,
როგორც ლოცვა ცამყარის.

ექოები,ქორები
და ქარაფი ამაყი.
ქანაობა მორევის,
გაელვება კალმახის.

წყარო.იქვე მეწყერი,
ბებერ კოშკთან ლეგენდა.
ქორწინება მერცხლების
ჭერქვეშ,დედა კედელთან.

გაწყვეტილი ქამანდი
და კაფია ცელების.
საოცრება მარადი-
სიყვარულის ხელები.

ცეცხლზე გავლა ჩრდილისა,
მწვერვალების ხარება
და ფერების თილისმა
ანთებული პწკარებად.

არწივების ყაშყაში,
კვალი ძველი ავდრების.
მოკვდავების ტაძარში
უკვდავების სანთლები.

მზე-წყურვილის მიზეზი,
მონატრება დღეგრძელი
და ზესკნელის სივრცეში
საიდუმლო ქვესკნელის.

ქარში სითბო ბედისა,
დარდი იის თვალებით.
ნაჩვენები ღმერთისგან
სხვა სამყაროს კარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები