ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2009


ათასმეერთე ღამე

შაჰრაზადს ელევა ზღაპრები და ვეღარ იგონებს.
ახლა მე დაგტოვებ, რადგან შენ სულმარტო არა ხარ...
თუ მოგენატრები ცოცხალიც რომ  ვიყო, მიგლოვე
და რომ დაღამდება, ისე, გამიხსენე ხანდახან.

უძილი ღამეებს კარებთან დაგიყრი ფიქრებად.
რადგან შენ ვერ მიტან, რადგან, სხვა მარჩიე და რახან....
მაშინ გამიხსენე როცა შუაღამე იქნება,
ბრმასავით გამოგდის, ხელების შეხებით დანახვა.

მრვალჯერ მოგიწევს სხვა ღამის უჩემოდ თენება,
ვიცი რომ ეტყვი და ის ნათქვამს სხვაგავარად გაგიგებს,
არ მინდა გიმტყუნოს ჩემგან ნაფერებმა ნერვებმა,
პურივით გატეხილ სიმშვიდეს, რომ ჩამოარიგებ.

ეტკინა, ბგერები ხრინწისგან დაძაბულ იოგებს.
თითქოს ის აღარ ხარ, მე ვარ და მგონია არც მე ვარ.....
შაჰრაზადს ელევა ზღაპრები და ვეღარც იგონებს,
იყო და არც იყო..... დღეს ათასმეერთე ღამეა.
                                                                                   

                                                                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები