ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2008


ლოდინი-მიწის ნახევი

ხომ მოხვალთ. მოდით.
მე მიწას ვკოცნი.
მე მიწას ვკოცნი
და ცრემლებს ვაღრჩობ,
ზეცა როდესაც თეთრ ფანტელს მოცრის
დიდი სინათლე მყოფნია სარჩოდ,
მოდით. დღეს ჩემში ვიღაცა ბორგავს
და კივის მიწის აუხსნელ სახელს,
წარსული ქალის ნაწნავებს მოჰგავს
და ქალის თვალებს სიამით ახელს
და ქალი_ მიწის ცრემლივით სუფთა
კანკალებს, როგორც დაჭრილი შველი,
მე წარსულს დიდი ფილტვებით ვსუნთქავ
და ქალიც ჟამის სუნთქვაში მშველის.

მე ვკოცნი მიწას და რადგან მიწა
კანკალებს ვნებით და ჟრჟოლა ახრჩობს,
ვაცილებ გულზე დარჭობილ ხიჭვებს
და მზიან ღიმილს ვუტოვებ სარჩოდ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები