ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2009


Rencontre

ახლა გვიანია, სიმარტოვეს
ისევ ერევიან ქარიშხლები,
სახეს - ღიმილი რომ შეატოვე
მალავ, თორემ იცი დაიშლები.
სადღაც სიჩუმეში გეძახიან
შენი წარსული და,
მომავალიც -
თითქოს  ღვინოსავით დაგიცლია,
თითქოს  წაგიშლია 
დროც და,..ლამის...
სიგიჟემდე  გაიღვიძო -
ძილში ახეთქილი კივილისგან
სულის  შერჩენილი ნამტვრევები,
გარეთ გადაყარო....ტკივილისგან...
ცდილობ გაქცევას და  ნაბიჯები -
უკან გაბრუნებენ  ისევ ისე,
სადაც  აფექტურად იხარჯები,
სახეს ღიმილი რომ მიასრისე....
ახლა გვიანია, სიმარტოვეს -
ისევ ერევიან ქარიშხლები,
უკვე ის დროა რომ მიატოვო
თორემ შენც ხო იცი, დაიშლები...




პ.ს. ისევ არ დაბრუნებულა რამიშა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს