ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
16 დეკემბერი, 2009


ცუგა და თეთრი თეფში



თეთრი თეფში რომ გატეხა,
განა ცუგას ბრალია?_
თვალი ვეღარ მოაშორა,
მოეწონა ძალიან,
ჯერ სახეზე აიფარა,
ეგონა,რომ ფარია,
მერე თავზე დაიხურა,
იფ,რა სანახავია!..
მერე წყლიან ტაშტში ჩადო,
იფიქრა,რომ ნავია,
ზედ დასკუპდა,აყირავდა
და,რა დასამალია,
ტაშტი ამოუტრიალდა_
ეს ახალი შარია...

ახლა თეფშის ნამსხვრევებზე
ზის და დარდობს ძალიან.



 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები