ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2009


ლოცვების კრებული(ტერენტი გრანელს)

"შუა ღამე ჩამოეშვა,
ხატების წინ ხელაპყრობილი ვდგავართ მე და გაფითრება".
გრანელი

ვკითხულობ მე გრანელს, ლექსების კი არა 
ეს წიგნი უფროა ლოცვების კრებული,
რამდენი ცრემლია, რამდენი იარა,
გული დაფლეთილი და მძიმედ ვნებული.

რამდენი, რამდენი დღეები მწუხარე
ახსოვს მას, ცხოვრების ქარიშხლით მოცელილს,
ის თითქოს უდაბნოს ბერია, მდუმარედ,
სენაკში მუხლმოყრით ხატებთან მლოცველი.

1ოქტომბერი
2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები