ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2009


ასეთია გრანელი(ტერენტი გრანელს)

"ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება"
გრანელი

ასეთია გრანელი, მისი წმინდა სახელი
გრძნობის გამომსახველი ასეთი გამძაფრებით,
ვნება ასე ალური, ლექსების სიყვარული,
ფიქრებია მთვრალური, ქროლა მძაფრი ქარების.

ისევ რაღაც ეწყინა, ისევ გული ეტკინა
ცრემლი ჩამოედინა, ცრემლი დაუშრობელი,
სევდა ისევ მოვიდა და ისევ წამოვიდა
ლამაზ ფიქრთა თოვიდან ფიქრი დაუჭკნობელი.

იგი ქარებს მისდევდა, მისტერია იწვევდა
ისევ, ისევ, ისევ და ქროლა სიზმარიული,
ლექსი რაა ასეთი, ასე რომ აფასებდი?
ლექსი ზღვაა სავსებით, ლექსი ---- მარადიული.

ზვირთი ჭარბად მომსკდარა, თურმე ასე მომხდარა
ვერ გაუძლო, მომკვდარა სულით ავადმყოფების
სახლში იგი პოეტი, მარად, განა დროებით
შენ იცოცხლებ, მოება "გრანუმ" ფიქრებს, ოდების

შენთვის ვიწყე მე წერა, სიტყვის შენის მე მჯერა
შემიცვალა ჯერ ვერ-რამ ამდაგვარი განწყობა,
ლექსის შენის სურნელი უცვლელია, უცვლელი,
წიგნის შენის ფურცელს ვშლი, მე ამ წიგნით მსურს ტკბობა.

ასეთია გრანელი, მისი წმინდა სახელი
გრძნობის გამომსახველი ასეთი გამძაფრებით,
ვნება ასე ალური, ლექსების სიყვარული,
ფიქრებია მთვრალური, ქროლა მძაფრი ქარების.

4ივლისი
2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები