ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2010


მე მიგრძვნია(ტერენტი გრანელს)

"და დროა საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია"
გრანელი

მე მიგრძვნია გენია მაგ დიდებულ ქნარის,
მე მიგრძვნია მაგ სულის გრიგალების ჯარი,
მე მიგრძვნია ტირილი ქარში როიალის
და სამყარო სხვაგვარი, სხვა ოცნების მხარე.

მე მიგრძვნია მაგ სულის მწუხარება დიდი
და წუთიც არ, წამიც კი არსად დამამშვიდი,
როს დიდებულ სტრიქონებს ღმერთის ხელით ქმნიდი
მე ვიცოდი იმ წუთას თუ რას განიცდიდი.

მე მიგრძვნია გენია მაგ დიდებულ ქნარის,
მე მიგრძვნია მაგ სულის გრიგალების ჯარი,
მე მიგრძვნია ტირილი ქარში როიალის
და სამყარო სხვაგვარი, სხვა ოცნების მხარე.

31იანვარი
2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები