ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2009


ხართ პოეტები(ყველა ამგვარ პოეტს)

"მე რომ პოეტი არ ვყოფილიყავ
ვუმეგობრებდი ქურდსა და თაღლითს"
სერგეი ესენინი

ხართ პოეტები, არ მეგობრობთ ქურდთან, თაღლითთან
ხართ პოეტები, თქვენ სული გაქვთ ასე ფაქიზი,
თქვენ ტრფიალება პოეზიის  არასდროს გღლით და
მზე პოეზიის, მზე ძვირფასი თქვენ სულში გიზით.

თქვენ სილამაზის უსასრულოდ  ხართ მოტრფიალე
ამ ტრფიალების დაგინთიათ გულში კოცონი,
თქვენ სიყვარულის უკვე ბევრი შესვით ფიალა
და ფურცელს ანდობთ განცდებს, გრძნობებს, მძაფრად მოწოლილს.

მე მჯერა, მჯერა ამ გრძნობების და ამ განცდების
ამ სილამაზის, მარადიულ სინაზის მჯერა,
ტალღა მქუხარე  ნაპირს  მძლავრად რომ გადასცდება
და  ემოცია საოცარი თქვენშია ჯერაც.

ხართ პოეტები, არ მეგობრობთ ქურდთან, თაღლითთან
ხართ პოეტები, თქვენ სული გაქვთ ასე ფაქიზი,
თქვენ ტრფიალება პოეზიის  არასდროს გღლით და
მზე პოეზიის, მზე ძვირფასი თქვენ სულში გიზით.

                                                                          2ნოემბერი
                                                                                      2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები