ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2009


ჩამოექანა ზეციდან სხივი

ის მზეს ეტრფოდა მარადის ულევს
სიცოცხლეს, სითბოს, ულევს მარადის,
ბუნებას იგი თავის სხივთ უფენს,
კვდომისგან სხვა რა დაიფარავდათ?

ჩამოექანა ზეციდან სხივი
იყო ხმა: მე ვარ ცხოვრების წყარო,
მე ვარ ნათელი, მზიანი ღამე
რომ განვაახლო მთელი სამყარო.

ჩამოექანა ზეციდან სხივი
მიესალამა ხალას ფერებით
მიწას, სივრცეში გაქანდა კაცი
და გაიწვდინა მზისკენ ხელები.

18დეკემბერი
2007

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები