ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 იანვარი, 2010


მარიამ

"ისუნთქე!"
საწოლთან იდგა და
ბრძანებდა მარიამ...
"ისუნთქე!" - სიკვდილი
ღვთისმშობლის ნებას ვერ გადავა,
ლოცვა ხომ სიტყვებით
გულზე დაბნეული ფარია,
მართალთა...

"ვისმინე ცრემლები,
ვისმინე მუდარა,
და აგცდა სუდარა,

ისუნთქე, გიბრძანებ!
აღსდექ და იარე,
ბნელეთზე იძალე..."

და კაცი გადარჩა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები