ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2009


ბარაბა...

ვნებდებით ბედს, მაინც ვერა და ვერ ვგუობთ წაგებას.
დრო ფლიდი ქალია, ყოველთვის ბოლომდე გვიმეტებს...
დრო მოვა, და სული უფალთან პირისპირ წარსდგება,
ფასი არ ექნება ბრჭყვიალა ნივთებს და მონეტებს.

წლებია მოძველდა რაც იყო თავიდან ახალი,
ჩვენ ისიც ავრიეთ... ისევ რომ თავიდან დალაგდა.
თუ უფალს უცდიდი, ის დიდიხანია აქ არის,
ბრბომ ქრისტეს მაგივრად სიცოცხლე აჩუქა ბარაბას.

იქ, სადაც პინაზე წონიან სინდისს და  ღირსებას,
იციან, რომ მაინც წლებს ფუჭად გაფლანგავს აქ ზოგი...
დრო ქვიშის საათის ნელნელა წვალებით ივსება,
რომ ქარად განქარდეს ქონება, მადლივით ნაზოგი.

ვილოცოთ და მერე ღმერთსაც შევეჩვევით თანდათან,
დროს ვკარგავთ, არა და დრო კარგავს უდროოდ მოცლილებს.
ბრბო მძიმე ცოდვებსაც ადვილად შეუნდობს ბარაბას,
ოღონდაც მაცხოვარს ჯვარცმაში აცილოს მოცილე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები