ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2009


მეუღლეს

მე რომ მეოთხე სართულზე ვცხოვრობ და შენც მეოთხე,
ბინაც რომ ოცდამეცამეტე გვაქვს
და სახლში ორჯერ ორი რომ  ვართ,
რვა თვალი რომ გვაქვს ერთმანეთის საალერსოდ,
ის რომ შენ-ოთხი ფინჯანით ხელში,
დილაადრიან დგახარ და გველი(ორი ჩაია,ორიც ყავა)
და რომ სამივეს დილისსუნიან თავზე გვკოცნი,
არაფერი ვთქვა?

მერე მე გელი აივანზე,სწორედ რომ შენთვის გაშლილი თმებით
და შენ კვლავ კოცნას რომ მიგზავნი ცამეტი წელი
ქვემოდან-ზევით,რამ გამაჩუმოს?
ღამე რომ თბილად მოგედები დაღლილ მკლავებზე
და შენს ჭაღარას თვალებით ვითვლი,
-მიხარია ერთად გავთეთრდით...


ჩვენ რომ მეოთხე სართულზე ვცხოვრობთ და ჩვენს ბინაში მეცამეტედ დავდგით ნაძვისხე?
-მრავალ ახალ წელს!!!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები