ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2009


Dear Mom...

რაღაცნაირად...ჩამოხმი და ჩამოიწურე
ასე უაზროდ მოხეტებულს ჩემ ხელებთან -
ვეღარ გეჩვევი, მე გული მწყდება...
რაღაცნაირად რომ გაქრი და გადაგივიწყე.
თითქოს არასდროს, არ ტირიან ასე შვილები-
სანამდე დედა ფეთქავს გვერდით, სანამ არსებობს
მე კი ჩემიდან დიდი ხნის წინ გამოგიტირე.
და ისევ რეკავს ტელეფონი, ზარები, ხალხი
რომელთაც თითქოს დაკარგვიხარ, მე კი არ გიშვებ
ასეთი მკვდარი მეშინია სადმე წახვიდე...
არ დაენახო ამ ქალაქს და შიგ მცხოვრებ თვალებს
რაღაცნაირი- ვეღარც ქალი, ვეღარც სიმშვიდე.
ადექი დილით, დამიღვიძე შუბლზე კოცნებით
ყველა ის ფიქრი,თითქოს მხოლოდ შენ რომ გეხება
და მიუშვირე თავსხმა წვიმას ჩემი სარეცხი,
ჩემი ის სითბო ტანზე რომ მეცვა, შენ ხომ მაცმევდი...
არ დაგავიწყდეს ძილის წინაც ჩემი ფერება.
და შიგადაშიგ, გაიხსენე, რომ სულ შემთხვევით
შენც დაგინახავს, როგორ ვდარდობდი -რაღაცნაირი
უშვილო დედა მაგ სხეულიდან როცა გარბოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები