ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2009


გზაკვალდაკარგული სანთელ-საკმევლისა


/ მოყმის  თავნატირლებიდან /
 

პურმა  ჩემმა  ვერ  იპურა,
ვერც  ზედაშემ  იზედაშა...
გულმაც  ჩემმა  ვერ  იგულა,
წყაროც  ჩემი  ისე  დაშრა,

მწყურვალი  ვერ  დავარწყულე,
მშიერი  ვერ  დავაპურე...
სისხლი  ღარში  გადავწურე  -
დოლაბი  ვერ  დავაბრუნე...

ვაი,  ჩემო  დედას  პურო!..
ვაი  -  ცრემლო  მზისფერ  მტევნის!..
-  გამეტებულთ  საერთგულოდ
ორგულობა  ისევ  გვდევნის...
უსასო  და  უსასთუმლო
ღამეთა  ვართ  ისევ  მთევნი...

და  კვლავ  მრუმეს  გასცქერს  არეს
თვალი  -  წყვილად  დასაშრეტი...
რად  -  არც  ეს  მზე,  არც  ეს  მთვარე,
სანუგეშოს  არას  მეტყვის?!.

რით  გიშველო,  ჯვარსგაკრულო,
ან  ზვარ-ბაღო,  ან  ტყე-ველო?!.
ან  საყანევ  -  წყალნაკლულო,
წვიმად  ცრემლის  სათხეველო...

ვაგლახ,  სულო,  ავად  კრულო,
ავის  მაინც  არ-მთნეველო!..
ვაგლახ,  ჭვალ  და  ჭანგ-გაკრულო
გულო  -  ყორანთსათრეველო!..
ვაგლახ  -  გზაკვალდაკარგულო
ჩემო  სანთელ-საკმეველო!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები