ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2009


***


მწვერვალზე ავალთ და დილის მზეს
შუაში ჩავიყენებთ
და სივრცე ულამაზეს სამებას იხილავს.

***
სიცოცხლეც ძნელია და სიკვდილიც,
როდესაც მზის ფიქრები
არ გესმის...

***
გაგიძღვა წინაპრის აჩრდილი,
იარეთ,იარეთ და აღმოჩნდით
ბალახში ჩაძირულ სალოცავთან.

***
გულში სამუდამოდ ჩაგრჩება ლექსი,
რომელშიც არაა ზედმეტი სიტყვა,
ვით ცაზე ვარსკვლავები...

***
მთები არა-წყარო ედარდება,
იმ მთების ჩრდილში
ობლად დარჩენილი...

***
მდინარე დაშრა
და ხმადაკარგულ
მომღერალს დაემსგავსა ხეობა.

***
ქალი დილას შეხარის,
კაცს ერთი სული აქვს,
როდის დაღამდება...

***
ბრძოლის ველიდან გამოქცეულებს
მუხლებში ამაოდ ჩაუვარდათ
წინაპრის აჩრდილი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები