ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2009


ჩემს დებს: თაკოს და ანის

თაკოს!

მიდი და დარდები გაიქარვე,
ნუ გახსნი წვიმაში ქოლგას!
ორი ბოთლი ლუდი აიტანე
მერვე სართულზე და მოვალ

-მიდი, ერთი მაგრად გაიღიმე,
გაგერღვეს ტუჩის კუთხე,
ორი ბოთლი ლუდი გაასამე
-კაცურად შეიკურთხე!

-მიდი და ლამაზად დააშავე!
დამიძახე და მოვალ,
ვექილი ვიქნები და დამნაშავეს,
ნიღაბს მოგხსნი და- მორალს?!
-კაცივით ვაგინოთ მერვე სართულზე!!!

ჩემი და,რაც გინდა დააშავე...
"ჩემი კარგი" და!-მიდი!!!



უმცროს დაიკოს(ანის)

ანი-ბანი რად არ გძინავს?
-თორმეტია სრული,
რაც თოთხმეტი შეგისრულდა
თვალს არა აქვს ლული.
ანი-ბანი რაზე ფიქრობ?
(ვისზეც)თუ არ ვცოდავ,
დიდის ზღაპარს მოგიყვები,
დაგაძინებ,ჰოდა-
იქნებ ძილში დაგესიზმროს
ვინაც შეგაშფოთა!

ანი-ბანი,იყო და
არაფერიც არ იყო,
ცოტაც რომ გაიზრდები
მომიყევი დაიკო...

შემახსენე მერე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები