ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2009


...და მაინც დავბრუნდი (ათას ერთი ღამიდან)

და მაინც დავბრუნდი მე შენთან კეთილო მეუფევ,
წუხელის, ეს ღამე მთვარემ რომ ვერცხლისფრად გახაზა.
მინდოდა მეთხოვა ნუ წახვალ, ვისჯები მე უკვე...
გთხოვ, ჯერ ნუ დატოვებ უზღაპრო, საბრალო, შაჰრაზადს.

მეორე ღამეა მთვარეს, რომ  უშენოდ ვაცილებ
უდაბნოს ქვიშები სახეზე მაყრია სახადად....
მე ვიცი შენ ახლა წყეული ეჭვი არ გაძინებს,
რომ აღარ სწყალობენ მუზები საბრალო შაჰრაზადს.

ჰო, მაინც მოვედი, რადგანაც ჩვევა მაქვს თენების.
ხელს თუ არ შეგიშლი, ვიქნები და მეტი არ მინდა...
გავშალოთ მთვარე და სხივებით მოვირთოთ ხელები,
იანვარს ვათოვოთ ვარსკვლავი ათასერთ ღამიდან.

შენ წუხელ გაწირე ოდესღაც რჩეული ვაზირი,
სულმარტო დატოვე, სანამ ბნელს ნათელი დახრავდა.
იყო და არც იყო, იმ ღამეს ჩვენს შორის მანძილი
და მაინც ეშორა შენამდე, უზღაპრო შაჰრაზადს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები