ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2009


წნევა მაქვს შენიდან ჩემამდე


ავად ვარ!წნევა მაქვს
-ასოცი სამოცზე,
გულისო,მითხრეს და
გულს არ ვერიდები!
მე მინდა ასოცი
კრებული გამოვცე,
-სამოცი გულიდან
ნასროლი სიტყვებით,
რომ ავაკანკალო
გულწრფელი სიტყვებით
რიტმი ავადმყოფი..-ავად ვარ!
წნევა მაქვს-შენიდან ჩემამდე
(ჩემს ვერ დავიკვეხნი
სუსტი და ხვადია)...

ჩემი გულიდან კი
შენს მთავარ ვენამდე-
მაქვს ტახიკარდია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები