ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2009


ისევ იანვარი( ექსპრომტი)

ისევ იანვარი, ნაბახუსევი და მერე მარტოობა....
ქალი მეგობარი, ქალი სატანა და ცოდვის მისტერია.
სულ რომ არ მეგონა მაშინ მდევნიდა და მაშინ მღალატობდა,
გულში ეს რამხელა დარდი მქონია და თურმე დამტევია...

მინდა მჯეროდეს და ყველა პატიებას ერქვას დავიწყება.
მიკვირს ყველაფერი ჩემთვის ძნელია და სხვისთვის ადვილია...
გრძნობაც მაჭარია, ჯერ ქვევრს გახეთქავს და მერე დაღვინდება,
მიჭირს დაჯერება, როგორ გვექნებოდა ის რაც არ გვქონია.

ახალს დავიწყებ და  სხვა რომ არ მოელის ისე დავამთავრებ.
თეთრი სევდაა და ვიღაც უჩინარი ბერტყავს ფანტელებად.
ჩვენი მეგობრობა; მუჭში ნაგროვები ოქროს თავთავები,
ახლა ახალიწლის, ბოლო ღამეა და ბოლო გათენება.

ისევ იანვარი ნაბახუსევი და მერე მარტოობა...
სახლებს მოხდენია ქედზე მოგდებული თეთრი ბერეტები,
წლები გადიან და... წლები მთავრდებიან ისე გალანტურად...
ცოტა დამრჩენია, ხოდა ახლა სხვისთვის აღარ მემეტები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები