ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2010


პოეზია

პოეზია ----  კაცთა მხსნელი მესია,
მე ლექსებზე ფიქრი შემომესია.

პოეზია მზით გამთბარი ბაღია,
პოეზია უცოდველი ბალღია.

პოეზია ---- მოწყენილი ბეღურა,
მდენი ცრემლთა, არ მორჭმული მეფურად.

პოეზია ---- ფიროსმანი ეული,
პოეზია თვით გრანელისეული.

პოეზია, ცმული ჯვარზე უფალი,
აღმდგარი და მაინც თავისუფალი.

პოეზია ---- კაცთა მხსნელი მესია,
მე ლექსებზე ფიქრი შემომესია.

6 ნოემბერი
2005

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები