ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2010


ვერასდროს შეეშვები(შეშლილი პოეტი)

"თუ ვტოვებ გიჟის შთაბეჭდილებას
დაო, ეს მხოლოდ გრძნობის ბრალია".
გრანელი

როს პოეტი შეიშლება, მხოლოდ მაშინ შეიძლება
მხოლოდ მაშინ შეიქმნება საოცარი ლექსები,
როცა გული სხვაგვარ ღელავს, როცა გულში ცეცხლი ელავს,
როცა ფურცლებს სისხლი ფერავს, ვერასდროს შეეშვები

პოეზიას გასაოცებს, საშველს, საშველს აღარ მოგცემს
გაგაგიჟებს, მთლად ცეცხლს მოგდებს, პოეზია მეტია,
ვერ ივიწყებ ასე მალე, როგორც ქალის ზღაპრულ თვალებს,
ასე, ასე გაგაწვალებს, იგი ხომ ასეთია.

როცა სულ მთლად გაგაგიჟებს მაშინ შექმნი მარგალიტბს
მაშინ, სწორედ მაშინ იწყებ წერას გასაოცების,
ვეღარ იტან ვეღარ ლოდინს, მოდის, მოდის, მოდის, მოდის,
თქეში ფურცლებზე გადმოდის და ზღვაური გრძნობები.

არის ქროლა სხვაგვარ ქართა, არის, ჰოდა... ჰოდა მართლა
გრანელს ხომ ეს დაემართა, გადავიდა ჭკუიდან,
რომ სურნელი მარად ჰქონდეს ლექსებს მისას, არ კვდებოდეს,
სილამაზეც ასე მოსდევს სისხლად მდინარს გულიდან.

როს პოეტი შეიშლება, მხოლოდ მაშინ შეიძლება
მხოლოდ მაშინ შეიქმნება საოცარი ლექსები,
როცა გული სხვაგვარ ღელავს, როცა გულში ცეცხლი ელავს,
როცა ფურცლებს სისხლი ფერავს, ვერასდროს შეეშვები.

24მაისი
2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები