ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2010


სიმშვიდე ცარიელ ქალაქში

მე მიბრუნდება ჩემი სიმშვიდე
რომელსაც ვგავდით უერთმანეთოდ.
მე ვუმკლავდები, დღეებს, სიცივეს.
და უკვე მხოლოდ სიცოცხლეს ვნანობ.
აქ  ისევ ისე იზრდება ქუჩა
რომ დამანახოს თავის სიდიდე
და ყოველ დილით გაფართოვდნენ მისი სახლები
სადაც შენს გარდა იცხოვრებს ყველა,
სადაც შენს გარდა ყველა იძინებს.
ისინი უფრო ფერმკრთალნი ჩანან,
რადგან შენ დილით არ ეფერები კედლებს და სივრცეს.
ისინი უფრო მერყევად დგანან
თითქოს  გაქცევა უშენობას რაღაცით შველის.
თან ახლა უფრო საშიშია მათ შორის გავლა
რადგან დაკარგეს ფეხზე დგომის ყველა მიზეზი.
ჩემი სიმშვიდე კი ჩემთან მოდის...
როგორც ბავშვობის სათამაშო, ძველი და მძიმე...
მოდის, რომ ისევ ჩამომაწვეს მხრებზე და მარწევს.
ქუჩა კი უფრო სწრაფად იზრდება ახლა, და ვამჩნევ
თურმე...მასაც აქვს სახე, ზუსტად ისე, როგორიც შენი
მკრთალი და უცხო...
როცა ცდილობ რომ  მე დამიტიო, და მკლავებს მიწვდი
და მათ უყურებს ყველა სახლი ჩემი ქუჩიდან.
ჩემ გარდა ყველა შენში რჩება მე კი უშენო-
ისე დავდივარ თითქოს ამის მოთმენა ღირდეს...
ასე ვგრძელდები,  მკვდარი...მაგრამ უაზროდ მშვიდი...





MArIAAM,........


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები