ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2010


მოლოდინი

ვხედავ ცხოვრებამ ამოგართვა მთელი ძალები,
არ დაგიტოვა ჩემთვის არცერთი!
ისე გაბეზრდი,
სამყაროს იქით დაიგულე.
"მშობლიური სახლის" კარები.
ვიცი, მეც  რომ იქ  მოვიაზრები...
ჰოდა,  გამიშვი!
ჯერ მე წავალ და შენ კი აქ,
მშვიდად  მოამთავრე შენი  ვალები.
სანამ წამოხვალ,
არც მეტი და არც ნაკლები,
მე მოლოდინი მ ე ნ თ ე ბ ა შენი,
ჰო... მოლოდინი მ ე ნ თ ე ბა შენი,
ჩემი თვალებით...  -ღია კარებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები