ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2010


ატმენაქობა _ შობის ღამე.

დამიძახე, ატმენაქობას
დამიძახე.
იქნებ ხელმეორედ ვიშვა და
ძველმანებივით დაობებული
ჩემი ცოდვები,
წარსულს შევაჩეჩო
ხავსიან ხელში.
ბუნიობისას დამიძახე,
როცა დღე და ღამე
საქორწინო სარეცელს იყოფენ
ერთმანეთთან შეთანასწორებულნი.
მოკითხვის ბარათს გიგზავნი
იმ  წლებთან,
რომლის სურნელი
ახლადგამომცხვარი  ნაზუქივით
მსიამოვნებს.
უცხო ქალაქში მოხეტიალეს
დამიძახე,
როცა საკუთარ თავს
უიმედოდ ვეძებ თავმკვდარი.
როცა ერთდროულად
თან სიბერისკენ ვიზრდები,
თან ოცნებისკენ ვპატარავდები.
დამიძახე,
როცა ხილულსა და უხილავს შორის
წრფეზე მდგარი,
ცალი ხელით იმათ ვეჭიდები
ვინც, აქ ვარ და სიცოცხლეს მიმსუბუქებს,
ხოლო მეორეთი
იმათ ხსოვნას ველაციცები,
ვინც  წავალ და
სიკვდილს გამიადვილებს.
დამიძახე,
სანამ ვდგავარ ასე,
უკან მოვიხედავ _
მამის სახეზე ”ურმულის’’ სევდა,
წინ _
შვილის თვალებში ”ემინემის" ირონია.
დამიძახე,
სანამ საპირისპირო
გზებით ვივლით
ერთმანეთთან დასაახლოებლად,
ვიდრე -
ყინულივით ჩაგვადნება
მუჭში მომწყვდეული სიყვარული
შეციებული სულების შესათბობად,
დამიძახე,
მთელი ხმით დამიძახე,
რადგან ახლა ყველაზე მეტად,
შენთან შეხვედრა და
ატმენაქობა _
სიცოცხლის ახალი წრე _
გადამარჩენს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს