ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2010


ფიქრები მერჩიან

ასეა, ხანდახან ვკამათობ მუზებთან,
უარვყობ ცხოვრების განაჩენს,
უცნაურია, რომ ქუჩაში ვერ მცნობენ
არადა საოცრად მოვგავარ მამაჩემს.

ხანდახან ფიქრები თავისით მერჩიან,
სიტყვებმა ამბოხი მომიწყეს ათასჯერ,
პირველად ანდრია მეყოლება და
მწვანეთვალება გოგოსაც გავაჩენ.

ასე გავბევრდებით შვილების ლოდინით,
თუ ჩამეხუტები და არსად გამიშვებ,
მერე. თავმომწონე, ყოჩაღი ცოლივით
შენს აივანზე დავბერტყავ ბალიშებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები