ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2008


დავიწყება

იქნებ ჩემზე არც ფიქრობდი არასოდეს,
ასე უცებ თუ შესძელი დავიწყება.
როგორ მინდა არაფერი არ მახსოვდეს,
თუკი შუბლის წმინდა ძაფი გამიწყდება.
მსჯავრს დავიდებ, როცა გულში ვირტყავ ხანჯალს,
რა აზრი აქვს, სხვა მაქებს თუ გამიწყრება,
სჯობს მოვასწრო, ავარიდო სული ტანჯვას,
სანამ ცოდვის სხეული მთლად დამიწდება.
რად მოხვედი, აღსარებას რად მაბარებ,
დამივიწყე? რა აზრი აქვს მაგის ცოდნას?
თუკი გულით ჩემს სიყვარულს არ ატარებ,
განშორება აგვარიდებს მრავალ ცოდვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები