ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2010


შენ

არ დაადგა საშველი
შენს შეცნობას.
ღალატს რომ დააპირებდი
სიყვარულის ნოსტალგია შეგიპყრობდა,
და პირიქით.
ორი „მე“ ორი თუჯის სფეროა,
ერთი  ერთ ჰემისფეროში რომ ურტყამს,
მეორე – მეორეში.
სახლიდან – სამსახურამდე და
სამსახურიდან ოჯახამდე,
მოვალეობის გრძელი თოკი
რამდენჯერაც ჩაგიბამს
იმდენჯერ ჩაგწყვეტია.
ერთ ხელს პირჯვრისსაწერად
რომ მომართავდი,
მეორე შენზე მომტერებულ
ახვრისთვის გინდოდა გელეწა.
დედის მუცლიდან მოყოლებული
ერთნი ხართ და,
ისე სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობთ,
როგორც სოლოლაკელი მეზობლის ბიჭი და
სოფელში ჩარჩენილი შენი
გურული მამიდა.
კაცები მაშინ გეწვეოდნენ,
როცა ნაბახუსევზე სახაშეს
ნივრის გემო
აუღიტინდებოდათ კუჭში.
ხოლო ქალები,
სექსით შენთან
უსიყვარულობას, სიმარტოვესა და
ნევროტონულ სიმპტომებს მკურნალობდნენ.
ყველა, ვისთანაც სიყვარულის
ისტორია არ შედგა,
დაქალი გახდა.
გენდერული წონასწორება
დაირღვა და
ძალიან ხომ არ მოგიმრავლდნენ
მეგობარი ქალები?
რომელი უფრო შენ ხარ?
მეძავის სახლის კარს მთვრალი
ბარბაცით რომ შეაღებ, თუ
იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ
ცრემლებით მონანიე.
ცხოვრება კი, ერთი გრძელი მარათონია,
დაწყებული სამშობიაროდან დამთავრებული
სასაფლაომდე.
რაღა მაინცდამაინც
ბოლო წამს უნდა იგრძნო, რომ
სოკრატემ შეუძლებელი მოითხოვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები