ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: იუმორისტული
9 იანვარი, 2010


ექსპრომტად მინაწერი ნიკას და როის ,,მანიფესტ-ანტიბიოტიკზე’’


პოეზიად  ვის  რა 
და  ვის  როგორც  ესმის,
,,დასჯერდეს  და  მას  უბ-
ნობდეს’’,  მას  ეფეროს!..
ვისაც  უნდა  -  ,,კოკას’’
დააყოლოს  ,,პეპსი,,
და  ტოსტებიც  კოქტე-
ილით  არ  ებევროს!..

ზოგს  მკის  უდგას  ჟამი,
ზოგს  -  მარილის  თესვის,
ჩვენ  კი,  გულო  ( ძველო,
მაგრამ  არბებერო!..),
გვმართებს  საქმის  ჩვენის
აღსრულება  მყისვე,
რადგან  უამისოდ
მზე  და  მთვარე  ბნელობს:

კვლავ  ქართული  ჟინით,
კვლავ  ქართული  წესით
(თუნდაც  ლიბროსანთა
ჯარიც  დაგვეძგეროს!),
კვლავ  ქართული  ღვინით,
კვლავ  ქართული  ლექსის
შევსვათ  სადიდებე-
ლი  და  სადღეგრძელო!.. 

შემდგომ  ამის,  ნაცვლად 
ტვინის  ჭყლეტვა-კემსვის
(დიდიც  რომ  არ  ვნახოთ
ამით  სარგებელი!..),
ავდგეთ  და  ვიმღეროთ 
,,ისე  მაგრად’’  ისევ,
,, რომ  ფილტვები  დაგვის-
კდეს  და  დაგვებეროს ” !..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები