ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2008


გგონია

გგონია, უნდა დაუჯერო ადამიანთა
უაზრო ფაფხურს...
განდიდების მორიგ მცდელობებს?
შხამიან აზრებს, გესლიან დღეს
რომ ებადებათ,
როცა ცდილობენ და აღწევენ
სიტყვით მკვლელობებს...

გგონია, უნდა მიიტანო ძალიან ახლოს
გულთან და მერე იმკურნალო კარდიოლოგთან?
გგონია, უნდა სუნთქვა შეკრა, როგორც გიბრძანებს
ავტორი თავის ეპილოგთან, გინდა პროლოგთან?

გგონია... ვიცი, ბევრი რამე გგონია ახლა,
ავტორიტეტთა დაჯერებაც საქმე გგონია...
და ერთში ცდები, დაგავიწყდა - შენს საქციელზე
პასუხსაგებად, ღმერთთან, მხოლოდ შენი გონი გაქვს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები