ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2010


***

ღრუბლების ზემოთ გავთიბე
ნაპირი დედამიწისა...

შენ მზის მახლობლად მხედავდი,
სვეტი გეგონე სივრცისა...

მერე კი...უცებ გაფრინდი,
თურმე შობილხარ სხვისთვისა.

***
ქალს,
წყაროსავით მოცინარს,
უცხო რამისა ფერასა,
დღის სითბოს,
ღამის ნათებას,
თვალებით მგალობელასა,
სიყვარულისთვის გაჩენილს,
ჩემს დარდს და ბედისწერასა,
ავავსებ სიხარულითა,
მე შევიმოკლებ ლხენასა.

სალომესა თუ სანათას,
მზევინარსა თუ ლელასა-
ქალღმერთებს მთელი ქვეყნისას-
ეგ მირჩევნია ყველასა!

***
ჰორიზონტებზე ღრუბლების
ხალისი დაიღვარაო.

მზემ გზები გაალამაზა,
გულებში დაივანაო.

არ დაგივიწყბთ,მოვალო,-
ნიავმა დაიბარაო...

შრიალმა ჩამოიარა,
სიჩუმემ გაიხარაო.

***
მელოდიები ზამთრისა,
ხმა ძველისძველი ქნარების.

თეთრ თაღებს დაკიდებული
ყინულის ლურჯი ზარები.

ვით ღამის სამკაულები,
კაკლის ტოტებზე ყვავები.

ქვესკნელის ბინდში გაშლილი
ოქრო ზესკნელის ყანების.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები