ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2010


მარადიული მიზანი



ამ  ცისქვეშ  ერთი  ხელთუქმნელი  ვიცი  მუსიკა:
-  ფშვინვა 
მშვიდი  და  უშფოთველი
აკვანში
ბავშვის...
მიაყურადებ,
ვით  უცხო  ჩქამს  ღამის  გუშაგი...
და  უეჭველად  იგრძნობ  მაშინვე :
-  თვალდახელშუა  გემატება  სითბო  გულშიგან!..

როცა  შენ  ბავშვებს 
შენ  ჭერქვეშ  სძინავთ
და  პირს  ღიმილი  დასთამაშებთ  ანგელოზური,
მუსიკა  იგი
შენ  სახლსა  შინა
ივანებს,  როგორც  ღვთის  ჩურჩული,
ცით  ჩამოსული...

-  კაცობრიობავ!
ყველა  შენი  მიზანი  დიდი,
ვით  ბავშვი  შენზე,
პატარაა  ერთ  ამ  მიზანზე:
-  თუ 
( შენივ  ნებით!..)
ტყვედ  არ  გინდა  ჩაბარდე  სიკვდილს,
ძილს  უდარაჯე  ყოველღამ  და
და  უსმინე
რიდით
უშფოთველ  სუნთქვას 
ყველა  ბავშვის
-  დ ე დ ა მ ი წ ა ზ ე !!!




    -  დამდეგ  ძველით  ახალ  წელს  გილოცავთ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები