ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2010


პარანოია

ფარდებჩამოხეულ
სახლში იმალები,
თითქოს სიცხეა და
მაინც გემცივნება,
ვიღაც შემოგხედავს -
ალბათ დანანებით,
ვიღაც გაივლის და
გულში ეცინება...
ფერებს უსინათლოდ
იწვევ საუბრებში,
ღვინის პერფომანსით
ხატავ ამ ცხოვრებას,
დროში გაფანტული
ფიქრის მდუმარებით
ისევ გაურბიხარ
ახლა მოგონებას.
დარდი, აზელილი -
როგორც პლასტელინი,
სულზე მოგლესილა
ჩუმი გახელებით,
ღამეს მიუყვები -
ქუჩაგაწელილი,
თითქოს დაბნეული,
უცხო სახეებით...
ზოგჯერ ატრიალებ
დოლურს საფეთქელთან,
რეცხავ მონატრებას
მთვრალი გაგიჟებით,
ფიქრებმოწამლული
კედლის ნანგრევებთან
ისევ წრეს აკეთებ
გრძელი ნაბიჯებით.
მერე ისევ ისე -
სახლში იმალები,
თითქოს სიცხეა და
მაინც გემცივნება,
ვიღაც შემოგხედავს -
ალბათ დანანებით,
ვიღაც გაივლის და
გულში ეცინება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს