ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: იუმორისტული
15 იანვარი, 2010


პოეზიის მანიფესტანტებს

ორი  სონეტი-ექსპრომტი 
ეროვნული  პოეზიის  მეციხოვნეთათვის
ძველით  ახალი  წლის  მისალოცად   


1.

,,რადგან  გულივით  ერთი  ბეწოა,
სიცოცხლეს  სული  უნდა  უბერო!’’  (*)
სიკეთე  სადმე  წამოგვეწევა...
შევაცოტაოთ  ავი,  თუ  ბევრობს...

უნდა  ვიბრძოლოთ,  ბედს  რომ  ვეწიოთ
(რომ  არ  მოგვჯაყოს  ყოფამ  უფერომ!..)!
გულს  სული  ოდით  ცისკენ  ეწევა
(ვერ  ჰგუობს  ხორცის  ზონას  ბუფერულ!..),

თუმც  ( გინდ  ჯოჯოხეთს!..)  ისე  ვერ  წავა,
მიწას  ანდერძი  არ  დაუბაროს...
ვერც  ჯავრს  ჭამს,  მუზის  ძუძუნაწოვი
და  ვეღარც  ნადიმს  იქმს  ნასუფრალით...

და  თუ  ცოდვილი  სტუმრად  გეწვიოს,
შეიფარვიდე,  ვინძლო,  უფალო!!!

13. 01. 2010.  /11.45./


(*)  წინწკლებში  ჯანსუღ  ჩარკვიანის  სტრიქონებია,  მცირედი  პერიფრაზირებით:
               
                  რადგან  სიცოცხლე  ერთი  ბეწოა,
                  სიცოცხლეს  სული  უნდა  უბერო.


2.

ჟინჟლავს.  მისველებს  მუზას  ამბოკარს
(პეწს  ვერ  ჰმატებენ  ზამთარს  გუბენი...).
თოვლი  (ურაკზე)  ნიკიმ  დაბლოკა
(ზამთრის  მზეს  წვიმის  ბლოკავს  ღრუბელი...)...

ამ  ვერლიბრივით  ამინდს  ვერ  ვიტან
(-  მტერია  მუზის  და  დამღუპველი),
თუმც  ცა  ფიფქიას  გვიშობს  ზევიდან
ამაღამ  (სიზმრად  ვნახე  წუხელის!..).

ტუფტად  მანიფესტს  დასტურ  არ  დაწერს
ბაბუ,  დინჯად  რომ  იხდის  ბებერ  ვალს
( ახლა  ციმ-ციმ  ვდებ  ექსპრომტს  დასახვეწს,
რამეთუ  მელის  მალე  შებერვა...):

-  ახლებს  გილოცავთ  ძველით  ახალ  წელს
და  ველოდები  ( ძველით!.. )  თებერვალს!!!

13. 01. 2010.  /12.55/



ისეთ  ხუმრობას  რა  ვუთხარიო...
/ქართული  ხალხური  სიბრძნე/

პროტესტ-პოსტსკრიპტუმი  ადმინისადმი: 

ადმინმა  პასუხი  უნდა  აგოს  ამ  შედევრების  დაგვიანებით  გამოქვეყნებისა  გამო!
რატომ  ვერ  შევდივარ  იმო  ბაბუ  და  ჯახუ  გიორგიანის  ნიკებით?
კატეგორიულად  ვითხოვ  დაბლოკვის  მიზეზის  სასწრაფოდ  და  საჯაროდ  გაიასნებას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები