ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2010


თქვენ ვერ გრძნობთ და ამ ქალაქში აღარ ცივა

დამირეკე! -  დუმილია უსასრულო
მიილია ბაღში მთვარის ჰაბიტუსი,
მე უშენოდ მეზღაპრე ვარ უწარსულო,
გათენების უსაშველო დარდით გულში.

დამირეკე!-ახლა მხოლოდ მე არ მძინავს
ქუჩებს ვათბობ არეული ნაბიჯებით
წეღან ისე ნერვიულად გამეცინა,
რომ არ გნახო, უეჭველად გავგიჟდები.

სიგარეტით ბოლო სუნთქვას  ვანაფაზებ,
არ დავრეკავ არასოდეს ვიცი მეტად.
იღიმება ვიღაცა ჩემს დანახვაზე,
მე კვლავ სხვისი, სიბრალული დამებედა . . .

თქვენ  ვერ  გრძნობთ და ამ ქალაქში აღარ ცივა
ქუჩებს, ვათბობ გაყინული ნაბიჯებით,
შენ არ ჩანხარ, უშენობას განვიცდი და
რომ არ გითხრა, უთქმელობით გავგიჟდები.

მეზღაპრე ვარ, დამათენდა... დამირეკე!
“ჭირი იქ და…” ახლოს არის დასასრული.
მზის ამოსვლას აქ შევხვდები და ღამე კი....
დამირეკე! - მეზღაპრე ვარ მარტოსული.

                                                                                    რომ არ მეთქვა... ... ... ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები